ZEG – თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

Construction News

“ფაბრიკა” “სთორითელინგის” – ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება თბილისის მერიის და “თიბისი სტატუსის” მხარდაჭერით, ასევე Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით გაიმართება.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც საზოგადოებას გაუზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner & Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ “ამბის თხრობის” როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის.

მსგავსი სტატიები