“United Airlines”-ის თვითმფრინავს ხმელეთზე დაშვებისას საბურავები აუფეთქდა

Construction News

ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში  “United Airlines”-ის თვითმფრინავს ხმელეთზე დაშვებისას საბურავები აუფეთქდა.

ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა.

თვითმფრინავში 166 მგზავრი იმყოფებოდა და არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

მომხდარი ფაქტის გამო აეროპორტში  ავია რეისები შეფერხდა – საღამოს 6 საათისთვის დაახლოებით 400 რეისი იყო გადადებული. აეროპორტ “ლიბერთის” ადმინისტრაციაში განაცხადეს რომ შეფერხება გაგრძელდება და მგზავრებმა ინფორმაცია გადამყვან ოპერატორებთან უნდა გადაამოწმონ.

მსგავსი სტატიები