ევროპაში, პირველი წყალქვეშა რესტორანი აშენდა, რომლის ვიზიტორებს ზღვის ფსკერის ყურება და თან, ნორვეგიული თევზის მირთმევა შეეძლებათ.
ახალი ღირსშესანიშნაობა, ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსენიდან 85 კილომეტრში მდებარეობს.
ერთი შეხედვით რესტორანი საკმაოდ შთამბეჭდავია – მონოლითური კონსტრუქცია, რომელიც კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს, ნახევრად ჩაძირულ გემს გავს.
რესტორნის წყალქვეშა ნაწილი, წყლის ზედაპირიდან 5,5 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული და სახელიც სიმბლური მიანიჭეს “Under” (ქართულად “ქვეშ”).
34 მეტრის სიგრძის სტქრუქტურა, 1 მეტრის სიგანის ბეტონის კედლებითაა აშენებული და ზღვის მაქსიმალურად ძლიერ ტალღებსაც უძლებს.
სტუმარი ბეტონის კიბით შედის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ ჩადის ქვემოთ რესტორანში, რომელიც 40 სტუმარს იტევს.

რესტორნის ინტერიერი, ტრადიციულ-მინიმალისტურ, სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი. კონსტრუქციის ძირში, რესტორნის მთავარი ნაწილია – პანორამული ვიტრაჟი, ხედით ზღვის ფსკერზე.
ჩვენ გვინდა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, სხვა თვალით დაინახონ ზღვის ბინადრების რთულად ორგანიზებული ცხოვრება. ამ ფონზე, თქვენ უკეთ გაიგებთ თუ რა საკვებს მიირთმევთ”, – ნათქვამია “Under”-ის ოფიციალურ საიტზე.
გარდა რესტორნისა, “Under”-ში ასევე კვლევითი სამუშაოებიც ჩატარდება – შენობაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, მუდმივად შეაგროვებს ინფორმაციას ზღვის მობინადრეების შესახებ, რაც მეცნიერებს ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას მისცემს.