UN17 Village – 17 პრინციპი და ერთი პროექტი

Construction News

UN17 Village – არის უნიკალური პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ეკოლოგიურად მდგრადი საცხოვრებელი რაიონი, რომელიც უახლოეს მომავალში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში აშენდება.

პროექტის ფარგლებში 400 ახალი სახლი აშენდება, რომლებშიც განხორციელებული იქნება მდგრადი განვითარების სფეროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გაცხადებულ 17-ვე მიზანი. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი – UN17 Village.

აღსანიშნავია, რომ UN17 Village-ის ყველა შენობა გადამუშევებული, რეციკლირებული მასალებისგან აშენდება. მშენებლობაში გამოყენებული ენერგია, ასევე შენობის შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგია კი, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მომარაგდება.

პროექტს დანიური არქიტექტურული ბიურო Lendager-ი განახორციელებს, რომელმაც საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის საერთო ფართობი 35,000 კვ.მ იქნება. მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდება.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები