TSMC $12 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს ნახევარგამტარული საწარმოს მშენებლობაში

Construction News

ტაივანური, ნახევარგამტარული კომპანია TSMC $12 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს ახალი საწარმოს მშენებლობაში, რომელიც აშშ-ში, არიზონას შტატში აშენდება.

საწარმოს მშენებლობა 2021 წელს დაიწყება, ხოლო ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა. გეგმის მიხედვით ახალ ობიექტში 5-ნანომეტრიანი  ჩიპების სერიული წარმოება განხორციელდება, (თვიური მოცულობით 20,000).

პროექტი დაახლოებით 1,600 სამუშაო ადგილს შექმნის, ასევე ირიბად დასაქმდება ათასობით ადამიანი.

ეს იქნება კომპანიის მეორე საწარმო აშშ-ში, რადგან ერთი საწარმო კომპანიას უკვე აქვს ვაშინგტონის შტატში. ასევე, TSMC ფლობს დიზაინ ცენტრებს ტეხასსა და კალიფორნიაში.

გარდა იმისა, რომ ახალი ობიექტი გვაძლევს შესაძლებლობას  უკეთ გავუწიოთ მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებს, ის ასევე გვაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას გლობალური ნიჭის მოსაზიდად,” – აღნიშნულია TSMC-ის ოფიციალურ განცხადებაში.

TSMC აწარმოებს ნახევარგამტარებს კომპიუტერული, საკომუნიკაციო, სამომხმარებლო და სამრეწველო სეგმენტებისთვის. დღეს-დღეობით კომპანია 51,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ფოტო: tsmc.com

მსგავსი სტატიები