“Ten Fold”-ის მობილური შენობა, რომელიც თავად ეწყობა

Modern Roofing

ბრიტანული კომპანია “Ten Fold”-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს შენობა, რომელიც თავად ეწყობა. ეს არის სისტემა, რომელიც მცირე ზომის კუბს, დაახლოებით 10 წუთში ფუნქციურ შენობად გარდაქმნის.

იდეა ფანტასტიკურ გამოგონებას გავს, თუმცა მისი კონცეპცია საკმაოდ მარტივია. სისტემა ძირითადად “ყველაფერი თავად ააწყვე”-ს პრინციპზეა აგებული. მფლობელმა მხოლოდ ღილაკს უნდა დააჭიროს თითი და შემდეგ უყუროს, თუ როგორ ეწყობა შენობა თავად.

აწყობის შემდეგ შენობა მოცულობით სამჯერ დიდი ხდება, ვიდრე აწყობამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნაგებობაში საკომუნიკაციო სისტემებიც  დამონტაჟებულია.

შენობის საბაზისო ბლოკი დაახლოებით 60 კვ.მ ფართს შეადგენს.

ვარაუდობენ, რომ ამ კონცეპციას შეუძლია მრავალმხრივ შეცვალოს სამშენებლო სექტორი.

მობილური კონსტრუქციის გაგზავნა ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი და გარდა საცხოვრებელი სახლისა, შენობას შეუძლია სამედიცინო ან სასწავლო დაწესებულების ფუნქციაც კი შეასრულოს.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი სტატიები