San Siro-ს ცნობილი სტადიონი შესაძლოა დაანგრიონ

Construction News

San Siro-ს ცნობილი სტადიონი შესაძლოა დაანგრიონ და მის ადგილზე ახალი, 60,000 ადგილიანი სტადიონი ააშენონ.

საფეხბურთო გუნდები Inter Milan და AC Milan გეგმავენ San Siro-ს სტადიონის დემონტაჟი განახორციელონ და მის ადგილზე ახალი, 700 მილიონი ევროს ღირებულების სტადიონი ააშენონ.

გუნდები აქტიურად განიხილავდნენ არსებული სტადიონის რეკონსტრუქციას, მაგრამ ვინაიდან ორი გუნდი იყოფს ამ სტადიონს და კვირაში 2 თამაშს თამაშობენ ამ ობიექტზე, დროისა და ეკონომიურობის გამო, გეგმა ვერ განხორციელდა.

ამჟამად მათი მთავარი ამოცანაა პროექტი დროულად წარადგინონ სამშენებლო ნებართვის მისაღებად, რომ 2019-20-ისთვის დაიწყონ სამშენებლო სამუშაოები.

ახალი სტადიონის დამტკიცების შემთხვევაში, ვარაუდობენ რომ 2022-23 საფეხბურთო სეზონისთვის სტადიონი მზად იქნება.

სტადიონის დასრულების შემდეგ კი, შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაც აქ გაიმართოს, თუკი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შესული განაცხადი დამტკიცდება.

მსგავსი სტატიები