Park Royal – სინგაპურის მწვანე ცათამბჯენის ეკოლოგიური კონცეპცია

Construction News

კომპანია Woha-ს არქიტექტორებმა შეცვალეს ტრადიციული შეხედულება ცათამბჯენზე.

ამ შენობაში, სადაც სასტუმრო და ოფისები იქნება ძირითადად განთავსებული, მწვანე სივრცეს 15 ათასი კვ.მ ფართი უჭირავს.

არქიტექტორების ჩანაფიქრით, ცათამბჯენზე განთავსდება ვერტიკალური ბაღი და სხვადასხვა ტიპის მცენარეები, რომლებიც ასუფთავებენ ჰაერს სხვადასხვა ემისიებისგან.

Park Royal-ს მოიხსენიებენ როგორც ცაში აზიდულ ჯუნგლებს, სადაც არა ლომები, ვეფხვები და მაიმუნები, არამედ ადამიანები ბინადრობენ და საქმიანობენ.

შენობის სახურავზე ფოტოვოლტატიკური ელემენტები განთავსდება, რაც შენობას საკუთარი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ასევე დამონტაჟდება წვიმის წყლის შეგროვების სისტემა, რომელიც მწვანე ნარგავების მოწრყვისთვის იქნება გამოყენებული.

შეიძლება ითქვას, რომ ეს შენობა თითქმის სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს საჭირო ენერგიით, სწორედ ამიტომ პროექტმა მიიღო Green Mark Platinum – სინგაპურის ყველაზე პრესტიჟული, ეკოლოგიური სერტიფიკატი.

მსგავსი სტატიები