NTNU ახალგაზრდებს სთავაზობს სტიპენდიას ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ნორვეგიაში

Modern Roofing

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს ოთხ სტიპენდიას, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად.

შერჩეული სტუდენტები, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში “NTNU”-ში (Norwegian University of Science and Technology) ისწავლიან.

სამაგისტრო პროგრამა ორ წელს მოიცავს.

სწავლა დაიწყება 2021 და 2022 წლებში.

სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯს:

  • ნორვეგიაში ცხოვრების მინიმალური თანხა;
  • მგზავრობის თანხა;
  • ნორვეგიის ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის საფასურის ღირებულება;
  • პერსონალური კომპიუტერი (ლეპტოპი) სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში;
  • სწავლის სემესტრული გადასახადი.

სტიპენდიის მოპოვების მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი: TOEFL, IELTS, University of Cambridge tests ან PTE.

დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს ქართულ უნივერსიტეტებში და პირველ დეკემბრამდე შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი.

საკონტაქტო პირები:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ნანა იმედაშვილი – nimedashvili@moesd.gov.ge 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის საერთაშორისო  სტუდენტების რეკრუტირების ცენტრის უფროსი პაატა ცინცაძე  – p.tsintsadze@gtu.ge 

ილიას სახელმწიფო უნივერსტეტიდან მურმან მარგველაშვილი – murman.margvelashvili@iliauni.edu.ge

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოდან დავით მაღრაძე – David.Magradze@mfa.no

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატიდან კირსტენ ვინთერ ვესტგაარდი (Kirsten Winther Westgaard) – kwe@nve.no

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნიკის უნივერსიტეტიდან, მაგისტრატურის სტუდენტთა ხელშემწყობი სამსახური –  admissions@st.ntnu.no

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://www.ntnu.edu/studies/msb1/admission

წყარო: gtu.ge

მსგავსი სტატიები