KLM-მა ეკონომიური თვითმფრინავის Flying-V-ის დაფინანსების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

Construction News

KLM Royal Dutch Airlines-მა განცხადება გააკეთა ეკონომიური თვითმფრინავის Flying-V-ის დაფინანსების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დააჩქარებს ეკონომიური თვითმფრინავის გამოშვებას.

Flying-V ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის, იუსტუს ბენადის იდეის საფუძველზე შეიმუშავეს  ტექნიკური უნივერსიტეტის “Delft”-ას მკვლევარებმა. მოდელის შემუშავების მთავარი მიზანი, საავიაციო ინდუსტრიის მდგრადი განვითარებაა.

ამ მოდელის უპირატესობა, მის ეკონომიურობაში მდგომარეობს – უკვე დამტკიცებულია, რომ Flying-V 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმას, ვიდრე Airbus A350-900, მაშინ როდესაც ორივეს თითქმის ერთიდაიგივე რაოდენობის მგზავრების გადაყვანა შეუძლიათ. Flying-V-ს შეუძლია 314 მგზავრის გადაყვანა, ხოლო “Airbus A350-900” შეუძლია 300-იდან – 350-მდე.

ბოლო წლებში KLM გახდა პიონერი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ ვამაყობღთ უნივერსიტეტ “TU Delft”-თან თანამშრომლობით, რაც მჭდროდ არის დაკავშირებით KLM-ის სტრატეგიასთან და ემსახურება საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას” – განაცხადა KLM-ის გენერალურმა დირექტორმა პიტერ ელსბერმა.

მსგავსი სტატიები