Google მწვანე ინფრასტრუქტურას ქმნის

Modern Roofing

კომპანია Google, სამი წლის წინ, კალიფორნიაში (აშშ) ახალი შტაბ-ბინის მშენებლობას შეუდგა. კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, განსაკუთრებული „მწვანე“ ზონა შექმნას, სადაც განთავსებული იქნება, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე კომერციული და საოფისე შენობები.

ამ ეტაპზე პროექტი დაგეგმარების სტადიაზეა. პროექტის გენგეგმაზე Sitelab-ის ბიურო მუშაობს, ხოლო Heatherwick Studio – ლანდშაფტის დიზაინზე.

პროექტის ფარგლებში 6 ათასზე მეტი სახლი აშენდება, საიდანაც მეხუთედი საშუალო კატეგორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ოფისებს, სავარაუდოდ, მათი მშენებლობა 280 ათას კვადრატულ მეტრზე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ყველა შენობა LEED (The Leadership in Energy & Environmental Design) სერტიფიკატის შესაბამისი იქნება.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები