GOOGLE ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის $672 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

Construction News

ამერიკული კომპანია Google ფინეთში, ახალ მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის $672 მილიონის ინვესტირებას გეგმავს. ენერგოეფექტურობის მიზნით, შენობა ფინეთის ყურედან ქარის ტურბინების მეშვეობით გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარს.

ახალი ნაგებობა ქალაქ ჰამინაში არსებულ მონაცემთა ცენტრის კომპლექსს დაემატება, რომელიც ადრე ქაღალდის ქარხანას ეკუთვნოდა და ის კომპანიამ 2009 წელს შეიძინა.

Google-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფინეთში არსებული დაწესებულება ერთ-ერთი მოწინავე საინფორმაციო ცენტრია და დამატებით კიდევ ერთი შენობა მის ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.  

ცნობისათვის – Google-ს მონაცემთა ცენტრები 58 ქვეყანაში აქვს, მათ შორის  ნიდერლანდებში, ირლანდიასა და ბელგიაში.

მსგავსი სტატიები