Expo2020-ის ფარგლებში დუბაიში, სამი „Thematic Districts“ -ის მშენებლობა დასრულდა

Construction News

დუბაიში, Expo2020-ის ფარგლებში მდგრადი განვითარების მქონე სამი „Thematic Districts“ -ის მშენებლობა დასრულდა. მსოფლიო ექსპოს განვითარების ჯგუფმა, „Al Futtaim Construction“-თან ერთად მშენებლობა 438 ჰექტარზე დაასრულა.

Expo2020-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, „Thematic Districts“ -ის  მშენებლობის დასრულება არის დუბაის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

Constructionweekonline-ის ინფორმაციით, დუბაიში 2019 წლის ივნისისთვის „Al Wasl Plaza’s“ მშენებლობის დასრულებაც იგეგმება. გარდა ამისა, 2020 წლისთვის კიდევ ერთი სამშენებლო  პროექტი დასრულდება. პროექტის მიხედვით, გაფართოვდება „Dubai Metro Route“, რომელიც Expo2020-ის ფარგლებში აშენებულ პავილიონებს ერთმანეთს დააკავშირებს.

Expo2020-ის ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობების  ოფიციალურ დასრულებამდე 520 დღე არის დარჩენილი.

მსგავსი სტატიები