გერმანულმა ორგანიზაციამ “Emporis” ტრადიციულ ყოველწლიურ კონკურსში, რომელიც 2000 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, წლევანდელი გამარჯვებული დაასახელა.
Emporis ცათამბჯენების ჯილდოს, როგორც წესი, რეკორდული სიმაღლის შენობებს ანიჭებენ. წელს ეს სტატუსი “Seoul Lotte World Tower”-მა მოიპოვა. შენობის პროექტზე “Kohn Pedersen Fox Associates” და “Baum Architects” ერთობლივად მუშაობდნენ. შენობის სიმაღლე 555 მეტრია და ფასადის მთავარ სამშენებლო მასალად მინაა გამოყენებული.
ცნობისთვის, კონკურსს ყველაზე მეტი გამარჯვებული აშშ-დან ჰყავს, რომელსაც ჩინეთი მოსდევს. გამარჯვებულთა შორის ხშირად ასევე ხვდებიან შენობები დიდი ბრიტანეთიდან, კენიიდან და იტალიიდან.