Danfoss Group-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება

Modern Roofing

მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ლიდერი, დანიური კომპანია Danfoss Group-ი ოქტომბერში საქართველოში ოფისს გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Danfoss Group-ის თავმჯდომარე იორგენ კლაუსენის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

იორგენ კლაუსენის ინფორმაციით, Danfoss Group-ი ასევე გეგმავს, დაეხმაროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი კვლევითი ლაბორატორიის შექმნაში, რასაც 25 ათასი დოლარით დააფინანსებს.

მთავრობის მეთაური მიესალმა კომპანიის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ განათლება არის ეროვნული იდეა და ეს სფერო საქართველოში, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის 25%-ით დაფინანსდება.

Danfoss Group-ი მსოფლიო მასშტაბით 71 საწარმოს, კვლევებისა და განვითარების 23 ცენტრს ფლობს. პროდუქციის რეალიზაციის პუნქტები განთავსებულია 50 ქვეყანაში. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ ევროს აჭარბებს, 28,000 თანამშრომელი ჰყავს.

ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები, რესურსების რაციონალურად გამოყენებაში ეხმარება მსოფლიოს” – აღნიშნულია Danfoss-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

ფოტო – danfoss.com

მსგავსი სტატიები