COVID19-ის გლობალური გავლენა “მწვანე ეკონომიკაზე”

Construction News

“მწვანე ეკონომიკაზე” კორონავირუსის მოსალოდნელი ნეგატიური გავლენის შესახებ econews ინფორმაციას ავრცელებს.

ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ COVID19 სავარაუდოდ გამოიწვევს კრიზისს “მწვანე ეკონომიკაში”, კერძოდ: განახლებადი ენერგია, ელექტრომობილები, გათბობა-გაგრილების სიტემები და ა.შ..

BNEF-ის ანგარიშში, მიმდინარე წლის, მზის ენერგიის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა, რადგან გლობალური ბაზარი კრიზისს განიცდის. კვლევა აჩვენებს, რომ მზის ენერგიის მოხმარებაზე საპროგნოზო მოთხოვნილება 121-152 გიგავატის ნაცვლად, 108-143 გიგავატამდე შემცირდება. შედეგად, 2020 წელი იქნება მზის ენერგიის მოხმარების შემცირების პირველი წელი, როგორც მინიმუმ 80-იანი წლებიდან. თუმცა, ქარის ენერგიას გაცილებით დადებითი პროგნოზი აქვს, რაც სამშენებლო სამუშაოების მჭიდრო გრაფიკს და სპეციალიზირებული მოწყობილობების წარმოებას უკავშირდება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო IEA აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასის შემცირებამ, შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ნავთობისა და გაზის გიგანტების მიერ განახლებადი ენერგიის წყაროების დაფინანსება. “Wood Mackenzie”-ის ანალიზის თანახმად, თუ COVID-19-ის ნეგატიური გავლენის შედეგად გაგრძელდება ნავთობის ფასის შემცირება, ამ სექტორის მხრიდან შესაძლოა ყველა მიმართულებით მოხდეს დაფინანსების შეზღუდვა.

რაც შეეხება ქარის ენერგიას, მკვლევარები “ვარდნის მნიშვნელოვან რისკს” ხედავენ, თუმცა ამ მიმართულებით რეკორდული წლის მოლოდინი მაინც აქვთ. ვარდნის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჩქარა შეძლებენ ჩინელი მომწოდებლები წარმოების განახლებას სრული დატვირთვით და ასევე, რამდენად აღმოიფხვრება შეფერხებები მშენებლობაში.

დასასრულს, რომ შევაჯამოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა განახლებადი ენერგიის სექტორზე – მზის პანელების გაყიდვები გლობალურად შემცირდება, თუმცა დადებითი მოლოდინები არის ქარის ენერგიის მიმართულებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

აქვე აღსანიშნავია ელექტრომობილების საკითხიც – BNEF-ის პროგნოზით, გაყიდვების შემცირება მეტწილად შეეხება შიდა წვის ძრავიან ავტომილებს, ვიდრე ელექტრომობილებს.

მსგავსი სტატიები