“CORPUS” – ადამიანის სხეულის მუზეუმი

Construction News

ადამიანის სხეულის მუზეუმი “CORPUS” ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში მდებარეობს.

შენობას გარეგნულად ადამიანის ფორმა აქვს, ხოლო შიგნიდან ადამიანის ცალკეულ ორგანოებში მოგზაურობის იმიტაციას ასახიერებს. ყოველი ცალკეული ოთახი, ადამიანის ცალკეულ ორგანოში ყოფნის ასოციაციას ქმნის. მუზეუმის ვიზიტორები, გიგანტურ სხეულში მოსიარულე მცირე ზომის არსებებად გრძნობენ თავს. 

მუზეუმში არსებულ კომბინაციებს როგორც გასართობი, ასევე საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს. აქ წარმოდგენილია თუ როგორ ფუნქციონირებენ და უკავშირდებიან ადამიანის ორგანოები ერთმანეთს. შენობა ხშირად მოიხსენიება, როგორც ადამიანის სხეულში მოგზაურობის კარგი შესაძლებლობა.

მუზეუმის ადამიანის ფორმის კონსტრუქცია უჟანგავი ლითონისგან არის დამზადებული და სიმაღლეში 35 მეტრს შეადგენს, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე შუშის შენობასთან.

შენობის პროექტის შემუშავება 12 წელი გრძელდებოდა, მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდა, ხოლო მისი ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

მსგავსი სტატიები