CO-თი მოწამვლის 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება

Construction News

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სტატისტიკის მიხედვით, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) მოწამვლის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.

“ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია”, – აცხადებენ კომპანიაში.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (“კალონკები”) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავენ კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს.

შეგახსენებთ, რომ CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების ბოლო ფაქტი თბილისში 5 მარტს მოხდა. გლდანში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 მოიწამლა.

მსგავსი სტატიები