საბანკო რეგულაციების შედეგად, ბინის მაძიებლებისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობა საგრძნობლად შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ბინები ძირითადად სწორედ ბანკისგან აღებული კრედიტებით იყიდება, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს გაყიდვები საგრძნობლად შეუმცირდათ.
შედეგად, სამშენებლო ბაზარზე შიდა განვადებებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გამძაფრდა.
BDO-ს მიერ განვითარებული სამშენებლო მოდული, შიდა განვადების ფუნქციონალის საშუალებით, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის პოტენციური მომხმარებლებისთვის ბინებს ხელმისაწვდომს ხდის. ამავე დროს, შიდა განვადებების ადმინისტრირება არ აფერხებს კომპანიის საოპერაციო ეფექტურობას.
გარდა ამისა, BDO-ს სამშენებლო მოდულით, SAP Business One-თან ერთად, შესაძლებელია ყველა სპეციფიური ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია, რაც კომპანიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.