„Babillon Tower“-ი აუქციონზე გაიყიდა

Construction News

ბაბილონ თაუერს ახალი მფლობელი ყავს. შენობა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, განმეორებით აუქციონზე 33%-იანი ფასდაკლებით  24 მილიონ 990 ათას ლარად გაიყიდა. 

ბათუმში 47-სართულიანი თაუერის მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია  აშენებდა, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მიწის ნაკვეთი ინვესტორს აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 2012 წელს გადასცა.

ajaratv.ge-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გაჩერებული იყო და ინვესტორმა 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი ვალდებულებების შესრულება შეძლო. პროექტის მიხედვით, რუსთაველის  30 ნომერში, 168 ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.  

მსგავსი სტატიები