ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის წარმოების გამო, 6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოება გადაადგილებას შეძლებს შემდეგი მარშრუტით: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, ავალიშვილის ქუჩიდან გადაადგილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით შეეძლებათ; თავისუფალი იქნება კეკელიძის, ნაფარეულის, მირცხულავასა და თაქთაქიშვილის ქუჩები, საიდანაც მოსახლეობა ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილი-აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრას […]