ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია იგეგმება
დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისში საპარკე კულტურა მკვიდრდება და რეკრეაციული სივრცეებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს. თბილისის მერმა, მაია ბითაძეს ორივე პარკის პროექტირებისთვის ფინანსების მოძიება დაავალა, რომ შემდგომში მათი სრულმასშტაბიანი […]