ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, […]