ბათუმში “თევზის კაფეში” აფეთქება მოხდა
ბათუმში “თევზის კაფეში” აფეთქება მოხდა. აღნიშნული კაფე თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ინციდენტი დილით მოხდა, რა დროსაც ტერიტორიაზე თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად შენობის ერთი ნაწილი ჩამოინგრა და ასევე დაზიანდა შენობასთან ახლოს მდგომი ავტომობილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.