7 უმსხვილესი სამშენებლო პროექტი მსოფლიოში

Construction News

წარმოგიდგენთ 7 უმსხვილეს სამშენებლო  პროექტს მსოფლიოში:

“ალ-მაკტუმის” სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დუბაიში

“ალ-მაკტუმის” სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 21 კვადრატულ მილზე აშენდება. აეროპორტი ერთდროულად 200 დიდ თვითმფრინავს დაიტევს. აეროპორტის მშენებლობის მხოლოდ მეორე ეტაპის ღირებულება $32 მილიარდია. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, აეროპორტის მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

“Jubail II” საუდის არაბეთში

“Jubail II” არის სამრეწველო ქალაქი, რომლის მშენებლობა 22 წლის განმავლობაშია გაწერილი. პროექტის მეორე ეტაპი 2014 წელს დაიწყო. მისი ბიუჯეტი 11 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტის ითვალისწინებს 100 სამრეწველო ქარხნის, რკინიგზის, გზებისა და გზატკეცილების მშენებლობას, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც, რომელიც დღეში 350,000 ბარელ ნავთობს გადაამუშავებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

“დუბაილენდი” დუბაიში

ქალაქ დუბაიში “დუბაილენდის” კომპლექსი 278 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტის ღირებულება 64 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტი 6 ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა თემატური პარკები, ეკო ტურიზმი, სპორტული მოედნები, სამედიცინო დაწესებულებები და სასტუმროები. პროექტის ფარგლებში აშენდება ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო, მისი ოთახების რაოდენობა 6,500 იქნება. კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ლონდონის “Crossrail” პროექტი

მსოფლიოს პირველი მეტროპოლიტენი განაგრძობს განვითარებას. კერძოდ, პროექტის მიხედვით ლონდონის მეტროს 26 მილის სიგრძის გვირაბი შეემატება, რომელიც ერთმანეთთან 40 ახალ სადგურს დააკავშირებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 23 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტი რამდენიმე ფაზისგან შედგება. პირველი ხაზის ელიზაბეთის (Elizabeth) ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლისთვის იგეგმება, დანარჩენები კი შემდეგ ჩაეშვება.

“Great Man-Made River” – ხელოვნური მდინარე ლიბიაში

ლიბიაში “Great Man-Made River”-ის პროექტი 1985 წლიდან ხორციელდება. ის უმსხვილესი საირიგაციო პროექტია მსოფლიოში. მისი განხორციელების შემდეგ, 350,000 აკრი ფართობის ირიგაცია მოხდება. შესაბამისად კი, ლიბიის ურბანულ ცენტრების უმრავლესობას სასმელი წყალი მიეწოდება. ირიგაციის წყარო Nubian Sandstone Aquifer-ის მიწისქვეშა სისტემა გახდება. პროექტის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

პეკინის საერთაშორისო აეროპორტი

პეკინის საერთაშორისო აეროპორტი საბოლოო ჯამში დუბაის ალ-მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტსაც გადააჭარბებს ბიუჯეტის ოდენობით, ფართობითა და სამგზავრო თვითმფრინავების ტევადობით. აეროპორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2008 წლის ოლიმპიადისთვის დაასრულეს. გაფართოების შემდეგი ეტაპის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. ტერმინალი 1, რომელიც Zaha Hadid-ის დიზაინითაა გაკეთებული, მდგრადი დიზაინის მრავალ ელემენტს შეიცავს.

სამხრეთი-ჩრდილოეთის წყლის სისტემა ჩინეთში

ჩინეთის ჩრდილოეთში, მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს. თუმცა ამ ტერიტორიაზე ქვეყნის წყლის რესურსების მხოლოდ 20 პროცენტია თავმოყრილი. ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, ჩინეთის ხელისუფლებამ 3 უზარმაზარი არხის მშენებლობა დააფინანსა. თითოეული არხის სიგრძე 600 მილზე მეტი იქნება. ისინი მოსახლეობას 3 დიდი მდინარის წყლებით მოამარაგებენ. პროექტი გაწერილია 48 წელზე. დასრულების შემდეგ, ის ყოველწლიურად მოსახლეობას 44.8 მილიარდ კუბ. მეტრ წყალს მიაწვდის.

thebalancesmb.com

მსგავსი სტატიები