7 ალტერნატიული პროექტი ნოტრ-დამის აღსადგენად

Construction News

ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ტაძრის აღსადგენად კონკურსი გამოაცხადა. არქიტექტორებმა ალტერნატიული პროექტები წარადგინეს. ქვემოთ იხილეთ 7 მათგანი:

იტალიელმა არქიტექტორებმა მასიმილიანო და დორიანა ფუკსებმა ტაძრის სახურავის თანამედროვე პროექტი წარადგინეს. პროექტის მიხედვით შპილი კრისტალისაა, რომელიც ღამით გაანათებს.

ფრანგმა არქიტექტორმა Mathieu Lehanneur-მა  თავის პროექტში გადაწყვიტა ტაძრის შპილი ყოფილიყო არა ისეთი, როგორც 150 წლის წინ, არამედ ისეთი როგორიც იყო ხანძრის დროს.

ბრატისლავურმა სამშენებლო კომპანიამ ტაძრის კოშკზე ბრწყინავი შპილის პროექტი წარადგინა. კომპანიის განცხადებით, შენობამ ცამდე უნდა მიაღწიოს.

კვიპროსის არქიტექტურული კომპანიის პროექტში ტაძრის ექსტერიერი ბურთებით არის გადაწყვეტილი.

კომპანია São Paulo-მ გადაწყვიტა ტაძრის სახურავი და შპილი მთლიანად შუშის იყოს, რაც ტაძარს ბუნებრივად გაანათებს.

რუსმა არქიტექტორმა თანამედროვე და ამავდროულად ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი პროექტი შესთავაზა საფრანგეთს. მის პროექტშიც ტაძრის სახურავი შუშის არის.

ფრანგმა არქიტექტორმა David Deroo-მ ნოტრ-დამის აღდგენისთვის თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, ტაძრის სახურავსა და შპილს ორიგინალური ფორმა აქვს.

მსგავსი სტატიები