საქართველოს რეგიონებში 68 ახალი ბაღი აშენდება

Construction News

2019 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 68 ბაღი და 27 სკოლა აშენდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს ასევე იგეგმება 83 სკოლისა და 40 ბაღის რეაბილიტაცია.

„ჩვენ უკვე დავაანონსეთ 27 ახალი სკოლის მშენებლობა და 83 სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ განათლების სამინიტროსთან, რათა დამატებით სკოლების საჭიროებების იდენტიფიცირება მოვახდინოთ. ამასთან ერთად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოვიძიოთ აღნიშნული სამუშაოებისთვის.

წელს პირველად, მუნიციპალური განვითარების ფონდი ძალიან მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, ახალი ბაღების მშენებლობის ნაწილში. რეგიონებში 68 ბაღის მშენებლობა განხორციელდება. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 46 მლნ ლარია. გარდა ამისა, დამატებით 40 ბაღის რეაბილიტაცია მოხდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები