59,000 ლარის უკანონოდ დაუფლებისთვის სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

Construction News

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. მათ შორის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 59,000 ლარს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვემო ქართლის რეგიონში განახორციელა საცხოვრებლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები და მახასიათებლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე, 342-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მსგავსი სტატიები