51 წლის მეხანძრე სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

Construction News

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე სოფელ ყარაჯალაში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა.

ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სტატიები