50-მდე გაფიცული მუშაკი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

BDO.ge

იმერეთის რეგიონის სოფელ ძირულაში 50-მდე სამშენებლო მუშაკი მესამე დღეა გაფიცულია. მათი მთავარი მოთხოვნაა შრომის პირობების გაუმჯობესება და კუთვნილი ხელფასის სრულად გადახდა. გაფიცვის შედეგად პარალიზებულია შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა – აღნიშნულ ინფორმაციას “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” ავრცელებს:

შპს “ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. შედეგად მშრომელები მე-3 დღეა გაფიცულები არიან და შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებული აქვთ. პროფკავშირი მოუწოდებს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”-ს , სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება – აღნიშნულია “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” ოფიციალურ facebook გვერდზე.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა და გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფმა, დღეს ერთობლივად დაგეგმეს სამოქმედო ნაბიჯები.

ფოტო – “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები”

მსგავსი სტატიები