5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

Construction News

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

წლევანდელი გარემოს  დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“

ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, 2018 წელს 144 -ჰა ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები და ჯამში 250,000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტყის აღდგენის პროექტი 144 ჰა ფართობზე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც 35,000 -მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები ხორციელდება. შემოდგომაზე დარგვის სამუშაოები კვლავ განახლდება.

ცნობისთვის – გარემოს დაცვის  დღის აღნიშვნა ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას,  გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობასა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად.

მსგავსი სტატიები