ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიის ესპანურმა ფირმამ “Acciona”, 3D პრინტერის გამოყენებით მე-12 საუკუნით დათარიღებული თაღის ასლი შექმნა. თაღი “Dueñas Arch” სან პედრო დე ლას დუენასის მონასტრის ნაწილი იყო და ამჟამად მადრიდში, ესპანეთის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის ბაღშია გამოფენილი.
Global Construction Review-ს ინფორმაციით, ასლი კულტურული მემკვიდრეობის რეპროდუქციის პირველი არქიტექტორული ნამუშევარია, რომელიც 3D პირნტერით დაბეჭდეს. სამშენებლო მასალად ბეტონია გამოყენებული.
კომპანიის განმარტებით, ამ მაგალითით დასტურდება 3D პრინტერის როლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში.
თაღის ორიგინალი ჩვენი წელთაღრიცხვით 1100-1150 წლებშია აგებული. მისი სიმაღლე 2,2 მეტრი, ხოლო სიგანე 3,3 მეტრია.
გარდა ამისა, კომპანიამ მუზეუმის კიდევ 30 ექსპონატს გაუკეთა სკანირება, შედეგად მუზეუმის დამთვალიერებელს საგნების ვირტუალურად მანიპულირება შეეძლებათ.