29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება

Construction News

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების, ასევე მაღაზიების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის თარიღები დაასახელა.

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.
1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ამის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

მსგავსი სტატიები