აფრიკაში, უგანდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის $27 მილიონი გამოიყო. ჰიდროელექტროსადგურის “Kikagati” პროექტი აფრიკის განვითარების ინფრასტრუქტურის ფონდმა დააფინანსა.
ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მოიცავს: 8.5 მეტრი სიმაღლისა და 300 მეტრი სიგრძის კაშხლის მშენებლობას, რაც ქმნის 400 კვ.მ ფართობის რეზერვუარის ტბას. პროექტის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგური სამი ტურბინით დაკომპლექტდება.
constructionreviewonline.com-ის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უგანდის ეკონომიკას გააუმჯობესებს. ამ დროისთვის, მშენებლობაზე 250 ადამიანია დასაქმებული.