26 მაისთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

Construction News

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

ავტომანქანების გადაადგილება პირველი რესპუბლიკის მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

მსგავსი სტატიები