25 ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუტმეტე ეტაპი დასრულდა

Construction News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების  მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.

კვლევების შედეგად აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში.

რაც შეეხება ოზონის და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა.  კვლევები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები