21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

Construction News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული და ქვეყანა ტყის სიმდიდრით ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

საქართველოს ტყეებში ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი. ტყის ზონა 123 ბოტანიკურ გვარს აერთიანებს.  მათ შორის ხეების 153, ბუჩქების 202, ნახევარბუჩქების 29 და ლიანების 11 სახეობაა.

საქართველოს ტყეებს ეროვნული სატყეო სააგენტო განკარგავს. მის დაქვემდებარებაში ჯამში 1,804,950 ჰექტარი ტყეა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი შეიმუშავა. ახალი კოდექსის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნაა. უწყების განმარტებით, „ტყის კოდექსი“ ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის გარდა, რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სტატიები