2050 წლისთვის მსოფლიოს ენერგეტიკული მოთხოვნების 70% მზის ენერგიით დაკმაყოფილდება

Construction News

LUT-ის ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოს ენერგიის მოთხოვნის 70%-ს მზის, ხოლო 18%-ს ქარის ენერგია დააკმაყოფილებს. კვლევის პრეზენტაცია ბერლინში შედგა.

მთავარ მიგნებად დასახელდა ისიც, რომ განახლებადი ენერგიების წილის ზრდა მსოფლიო ენერგოსისტემაში 2050 წლამდე 22 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.

კვლევის ავტორი მზის ენერგიის ეკონომიკის პროფესორი, კრისტიან ბრეიერი ნაშრომში აღწერს სცენარს, თუ როგორ შეიძლება სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლა და ამით კლიმატის გლობალური კრიზისის დაძლევა.

კვლევის პროგნოზის თანახმად, განახლებადი ენერგია სატრანსპორტო ენერგეტიკაშიც შეიტანს ცვლილებებს. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტის 89% განახლებად ენერგიებზე მომუშავე ტრანსპორტით ჩანაცვლდება.

მსგავსი სტატიები