აზიაში მეგაპოლისების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის მონაცემებით, 40 მეგა-ქალაქიდან 26 აზიაში მდებარეობს. სავარაუდოდ, 2025 წლისთვის მსოფლიოს 49 მეგა-ქალაქიდან 33 აზიაში იქნება.
ცნობისთვის, მეგა-ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა ათ მილიონს აჭარბებს.
2025 წლისთვის მეგა-ქალაქების რიცხვში: ჩინეთის 5 ქალაქი, ინდოეთის 2, ეგვიპტისა და კოლუმბიის თითო-თითი ქალაქი შევა.
KHL.com-ის ინფორმაციით, 2025 წლისთვის აზიური მეგაპოლისები გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 9.4% -ს და მსოფლიო მოსახლეობის 6.6% -ს შეადგენს.