ჩინეთში, 2020 წლისთვის მემანქანის გარეშე მოძრავი ახალი თაობის მატარებლის განახლება იგეგმება.
cnn-ის ინფორმაციით, განახლებული მატარებელი 200 კილომეტრ-საათის სიჩქარით იმოძრავებს. საშუალო სიჩქარის მქონე მატარებელი განკუთვნილი იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ძველი ვერსიებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო კომფორტული იქნება.
ამავდროულად, ჭკვიანი მატარებელი უსაფრთხო ავტოპილოტის ფუნქციებს შეასრულებს და მისი ტევადობაც გაიზრდება.