2019-2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 1,200,000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა, რაც საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტს შეადგენს.