2019 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები მსოფლიოში

Construction News

“მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის” თანახმად, უკვე მეორე წელია რაც რეიტინგში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს ფინეთი ინარჩუნებს.

ბედნიერების ანგარიშში ქვეყნები შერჩეულია 6 ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით: შემოსავალი, თავისუფლება, ნდობა, ჯანსაღი ცხოვრება, სოციალური მხარდაჭერა და კეთილდღეობა.

რეიტინგის ტოპ 10 ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ექვსივე კრიტერიუმით განსაზღვრულ უმაღლეს მაჩვენებელს.

რეალობაა ის, რომ ფინელი უფრო ბედნიერია ვიდრე სხვა ქვეყნის მცხოვრები. ეს ბედნიერება ეხება არამხოლოდ წარმოშობით ფინელებს, ამ ქვეყნის ემიგრანტებიც კი ყველაზე ბედნიერი ემიგრანტები არიან მსოფლიოში. ისინი იხდიან დიდ გადასახადებს, ენდობიან თავიანთ მთავრობას, ცხოვრობენ თავისუფლებაში და გულუხვი არიან ერთმანეთის მიმართ. ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე… ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს სურს ცხოვრება”,  – აცხადებს ანგარიშის თანარედაქტორი ჯონ ჰელიველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი.

ტოპ 10 ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში:

1. ფინეთი

2. დანია

3. ნორვეგია

4. ისლანდია

5. ნიდერლანდები

6. შვეიცარია

7. შვედეთი

8. ახალი ზელანდია

9. კანადა

10. ავსტრალია

ინფორმაციას CNN ავრცელებს

მსგავსი სტატიები