2019 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არქიტექტორად ქალი დასახელდა

Construction News

ჟურნალმა “Time” წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ყველაზე გავლენიანი არქიტექტორის სტატუსი წელს ამერიკელმა არქიტექტორმა ქალმა ჯინ გენგმა მოიპოვა. ჟურნალის მიერ დასახელებულ გავლენიან ადამიანთა სიაში გენგი თავისი პროფესიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

არქიტექტორი არაერთხელ უსვამს ხაზს გენდერული უთანასწორობის საკითხს არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სექტორში. მისი თქმით, აღნიშნულ სექტორებში შრომის არათანაბარი ანაზღაურება და სხვა გენდერული სტერეოტიპები უნდა დაიძლიოს. გენგმა 1997 წელს დააარსა საკუთარი არქიტექტურული კომპანია  “Studio Gang”, რომელიც 2013 წელს ამერიკაში “არქიტექტურის ეროვნული დიზაინის ჯილდოს” მფლობელი გახდა.

გენგის ამ სიაში მოხვედრას მის მიერ ჩიკაგოში დაპროექტებულ 95-სართულიან “Vista Tower”-ს უკავშირებენ. ცათამბჯენი თავისი სიმაღლით ყველაზე მაღალია იმ შენობათა შორის, რომლებზეც ქალმა არქიტექტორებმა იმუშავეს.

ცნობისთვის – ჯინ გენგი 2016 წელს წლის ქალ არქიტექტორადაც დაასახელეს. პერიოდულად ის იელისა და ილინოისის უნივერსიტეტებში ლექტორადაც მუშაობდა.

მსგავსი სტატიები