ურბანული გარემოსა და მაღალი შენობების საბჭომ (The Council on Tall buildings and Urban Habitat, CTBUH) 2019 წლის საუკეთესო მაღალი შენობები დაასახელა.
მსოფლიოს საუკეთესო მაღალი შენობის სტატუსი სან-ფრანცისკოში (აშშ) მდებარე ცათამბჯენმა მოიპოვა. ორგანიზაციის განმარტებით, 326 მეტრიანი “Salesforce Tower” “მყარი სეისმური ფასადის” გარდა, გამოირჩევა იმითაც, რომ აუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ქალაქელების ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ “Salesforce Tower” სან-ფრანცისკოს ყველაზე მაღალი შენობაა.
გარდა ამისა, dailymail-ის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო მაღალი შენობები დასახელდა სხვადასხვა კატეგორიაში:
100 მეტრამდე საუკეთესო მაღალი შენობა სან-პაულუში (ბრაზილია) მდებარე “Forma Itaim” გახდა;
100-დან 199 მეტრამდე საუკეთესო შენობის ტიტული სეულში (სამხრეთ კორეა) მდებარე ” Amorepacific Headquarters”-მა მოიპოვა;
200-დან 299 მეტრამდე სიმაღლის საუკეთესო შენობად ჩინეთის ქალაქ შენჯენში მდებარე “Shenzhen Energy Headquarters” დასახელდა;
400 მეტრზე მაღალი საუკეთესო შენოდა შენჯენშივე მდებარე “Ping An Finance Center” გახდა;
საუკეთესო საოფისე ტიპის შენობის ტიტული ნიდერლანდებში მდებარე ” European Patent Office”-ს ერგო;
საუკეთესო საცხოვრებელი ან სასტუმრო შენობის ტიტული აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე “277 Fifth Avenue” გახდა;
შერეული ტიპის საუკეთესო შენობად კი სინგაპურში მდებარე “Kampung Admiralty” დასახელდა.