2019 წელს სახანძრო უსაფრთხოებაზე 15,000 ობიექტი შემოწმდება

Construction News

მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით 15 ათასი ობიექტი შემოწმდება.

როგორც „constructionnews.ge“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ობიექტების ნაწილი პირველად შემოწმდება, ნაწილი კი მეორედ ან მესამედ.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, კერძო ტიპის საოჯახო სასტუმროებისა და მცირე ზომის გასართობი ცენტრების შემოწმებაც მოხდება, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრების.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვლიდან ამოქმედდა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები, რაც სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმებას გულისხმობს. შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10,000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები