2019 წელს მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება

Modern Roofing

2019 წელს ქვეყანაში მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამით იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია ტურიზმი და სასტუმროები, ICT სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა – წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა საბჭოები პრიორიტეტული სექტორების მიხედვით და მათ მუშაობაში სამთავრობო უწყებების გარდა, მონაწილეობდნენ ბიზნესის, პროფესიული განათლებისა და დონორების წარმომადგენლები. საბჭოებმა დაადგინეს პროფესიები და გადასამზადებელ პირთა რაოდენობა, სასწავლო პროგრამა, ასევე განსაზღვრეს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროება გეოგრაფიულ ჭრილში და სხვა.

პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის პირველი ტალღის დაწყება არსებულ ბაზაზე 1-ლი აპრილიდან იგეგმება.

მსგავსი სტატიები