2019 წელს ლონდონში 76 ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდება

Construction News

2019 წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რეკორდული რაოდენობის ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდება. მიმდინარე წელს ლონდონში დამატებით 76 ახალი ცათამბჯენი აღიმართება.

Dailymail-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი კოშკი ქალაქ Tower Hamlets-ის რაიონებში – Mile End, Bethnal Green-სა და Whitechapel- ში აშენდება. მათი რაოდენობა 18 იქნება. ლონდონის მასშტაბით რიგით მეორე პოზიციას კი ქალაქი Lambeth-ი დაიკავებს, სადაც 11 ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდება.

ამ ეტაპზე, ლონდონში ჯამში 121 ცათამბჯენი შენდება, რაც 2015 და 2017 წლების მაჩვენებლების შემდეგ რეკორდულია.

ქალაქებში ქამდენ (Camden), ბარნეთსა (Barnet) და ჰაუნსლოუში (Hounslow) ცათამბჯენები პირველად აშენდება.

მსგავსი სტატიები