2019 წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

Construction News

წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა.

“როგორც შარშან დაგპირდით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი, ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება.

“ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს. გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები