2019 წელს ზამთრის კურორტების განვითარება პრიორიტეტული იქნება

Construction News

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, წელს ტურიზმის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება სამთო კურორტების განვითარებაზე. ამის  შესახებ მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

გიორგი ქობულიას თქმით, 2019 წელს პრიორიტეტული იქნება ზამთრის კურორტების, კერძოდ, გუდაურისა და ბაკურიანის განვითარება, მათ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გუდაური: სეთურების საბაგიროს განვითარება; კურორტის პროფესიონალურ კომპანიაზე მართვის გადაცემის შესწავლა;

რაც შეეხება ბაკურიანის განვითარების გეგმას, მოხდება მართვის სისტემის (მუნიციპალიტეტის) რესტრუქტურიზაცია, კურორტის სატრანსპორტო სისტემის იზოლირება, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მუშაობა (2023 ფრისტაილისთვის მზადება); ამასთან, მინისტრის განცხადებით, მოხდება ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

მსგავსი სტატიები