2019 წელს ვენესუელაში რუსული სამხედრო იარაღის საწარმო აშენდება

Construction News

ვენესუელაში რუსული სამხედრო იარაღის – “კალაშნიკოვის ავტომატის” საწარმო ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, – ამის შესახებ როსტეხის გენდირექტორმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.

აღნიშნული ქარხნის მშენებლობა 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. ქარხანა წელიწადში, სავარაუდოდ, 25 ათას ერთეულ იარაღს გამოუშვებს. რაც შეეხება საბრძოლო მასალას, ქარხანამ შესაძლოა, წელიწადში 50 მილიონი მასრა აწარმოოს.

მსგავსი სტატიები